მეგრელიშვილი – ვისურვებდი, რომ 2 დოკუმენტი, განხილვების შედეგად, გადაქცეულიყო ერთ დოკუმენტად

მე ვფიქრობ, ნიკა მელიას გამოსვლა, შინაარსობრივად, უკვე მიშელის ხელშეკრულებასთან მიერთებას ნიშნავს, ­- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ- ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამ ხელშეკრულების შინაარსით სარგებლობს მელია და მისგან გამომდინარე თავისუფლდება.

„მერე ფორმალურად როგორ გააფორმებენ, არ ვიცი, რადგან მე ვიცი, რომ განსხვავებული მოსაზრებებია თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ეს (მელიას გამოსვლა) არის ამ პროცესის დამსახურება და ნიკა ამის ნაწილი გახდა თავის გადაწყვეტილებით, მე ვფიქრობ, რთული იქნება ამის სხვანაირად გაგება,“ – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მელია გათავისუფლდება, ამნისტიის კანონის მიღების საჭიროება მაინც დგას. მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ ამ დროს „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება პარლამენტში და მათი აზრის გათვალისწინებაც მოხდება.

„სინამდვილეში ნიკას გამოსვლის შემდეგ ბევრად უფრო შინაარსიანი შეიძლება გახდეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა. ვისურვებდი, რომ 2 დოკუმენტი, განხილვების შედეგად, გადაქცეულიყო ერთ დოკუმენტად. ის, რომ ნიკას პატიმრობის სახით ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროცესს ხელს შეუწყობს,“- განაცხადა მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი – ნიკა მელია ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეა ხელისუფლებისთვის
შემდეგი სტატიაავღანეთში, სკოლასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 68 ადამიანი გარდაიცვალა