მეგრელიშვილი: თუ ამის შემდეგ ჩვენ ვისწავლით ერთმანეთთან ლაპარაკს, აღარასდროს დაგვჭირდება ამ ტიპის დახმარება

მეგრელიშვილი

თუ გვინდა ევროპულ სტრუქტურებში და ნატო-ში ინტეგრაცია, ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან ლაპარაკის სწავლა, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმების დოკუმენტს აწერს ხელს.

„დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო მასპინძლობისთვის, მეც შევუერთდები ჩემ კოლეგებს და ყველას უღრმეს მადლობას გადაგიხდით თქვენი შრომისთვის ამ გრძელ პერიოდში. მე მესმის, რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ჩვენ თუ გვინდა ევროპულ სტრუქტურებში და ნატო-ში ინტეგრაცია, ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან ლაპარაკის სწავლა. ვფიქრობ, ეს ბოლო შემთხვევა შეიძლება იყოს და მხოლოდ ამით გამოვსყიდით თქვენს წინაშე იმას, რომ ამდენი გაწვალეთ. თუ ამის შემდეგ ჩვენ ვისწავლით ერთმანეთთან ლაპარაკს, აღარასდროს დაგვჭირდება ამ ტიპის დახმარება. ყველას დიდი მადლობა, რაც ჩვენთვის გააკეთეთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“
შემდეგი სტატიათალაკვაძე: გაკეთდა მნიშვნელოვანი განმარტებები ისეთ საკითხებთან მიმართებაში,როგორიცაა პატიმრების საქმეები, როგორიც არის 43-პროცენტიანი ნდობის ზღვრის გამოყენება თვითმმართველობის არჩევნებში