მეგრელიშვილი – შვიდი პუნქტიდან ერთის შესრულებაც, გვჯერა, ჩვენ ქვეყანას შეცვლის

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დასრულდა ის პერიოდი, როცა მივყვებოდით დინებას და ახლა ჩვენ ნათლად წარმოვადგინეთ ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ შეიძლება, გადავდგათ მოვლენების სხვადასხვა ვერსიით განვითარების შემთხვევაში, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ამ გეგმის განხორციელება გახდება საჭირო, ამ თემებზე სასაუბროდ „გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ მივა.

ამასთან, მეგრელიშვილი ამბობს, რომ7 პუნქტიდან ერთის შესრულებაც კი ქვეყანას შეცვლის.

„დღეიდან დავიწყებ ალბათ თქვენთან კომუნიკაციას და ზოგადად, საზოგადოებასთან. ჩვენი პოზიციაა არის ასეთი, რომ თუ შეთანხმება შედგა, მაშინ ეს ჩვენი გეგმა არაფერ შუაში არ არის, მაგრამ ეს არის გეგმა ყველაზე ცუდი ვერსიისთვის, როდესაც შეთანხმება ვერ დგება და არავინ იცის, რას აკეთებს, ამ გეგმას განვახორციელებთ. თუ ამ გეგმის განხორციელება მოგვიწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენ მივდივართ „ქართულ ოცნებასთან“. გეგმა ასეთია, ჩვენ წარმოვადგინეთ 7 პუნქტი, რომლისგანაც ერთი პუნქტის სერიოზულად განხილვის შემთხვევაშიც კი, ჩვენ მზად ვართ, მათთან ერთარ ვიმუშაოთ პარლამენტში და ლეგიტიმაცია მივცეთ იმ პარლამენტს, ოღონდ „ქართულმა ოცნებამ“ ეს უნდა დაადასტუროს არა მხოლოდ ფორმალური ნიშნებით, არამედ მართლა გავაკეთოთ ეს ამბავი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს გეგმა გვაბრუნებს პოლიტიკურ ველზე, რაც საშუალებას გვაძლევს, ვილაპარაკოთ იმ საკითხებზე, რომელი საკითხების გარშემო ჩვენ ვსაუბრობდით ყოველთვის და უდიდესი ნაწილი შეთანხმებული გვქონდა ოპოზიციასთან არჩევნებამდე. ნებისმიერი ამ 7 პუნქტიდან ერთის შესრულებაც, გვჯერა, რომ ჩვენ ქვეყანას შეცვლის. შიგნით სხვადასხვა ადამიანი ვართ და სხვადასხვა პუნქტს ვგულშემატკივრობთ, თუმცა შეთანხმებულები ვართ, რომ ნებისმიერი საკითხი სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მეათე მოწვევის პარლამენტმა ბევრად მეტი საქმე გააკეთოს, ვიდრე წინა მოწვევის პარლამენტს გაუკეთებია. ეს არის ძალიან გრძელვადიანი სამუშაო, რომელიც მოიცავს არა მარტო „ქართულ ოცნებასთან“ მუშაობას, არამედ ყველასთან, ვისაც ეს საკითხები ეხება. ეს პოლიტიკური პროცესის დასაწყისი მგონია და არა ის, რომ „ქართული ოცნება“ დღეს რამეზე დამთანხმდება თუ არა. დღეს რომც დამთანხმდეს, არ დავიჯერებ. მმართველი გუნდი იძახის, რომ მზად არის სასაუბროდ და საუბარი სჭირდება მაშინ ამ პუნქტებს და აქ არაფერ შუაში არ არის, ვის რამდენი პროცენტი აქვს აღებული პარლამენტში. თუ საუბარია განათლებაზე, ვისაუბროთ განათლებაზე. თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენ რასაც ვთავაზობთ, საზოგადოებისთვის ან გაუგებარი დარჩება, ან „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი სხვა აზრზე იქნება, შემდეგ გამოჩნდება ეს. პარლამენტში კანონი მისვლით არ მიიღება, ამას ჭირდება ბევრი საუბარი. რაც ხდება კაბინეტებში, კოლოდირში, სამინისტროებში, კონფერენციებზე, ყველაფერ ამ საქმეში, რაც დეპუტატს ევალება, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას. მაგრამ ოფოციალურად პარლამენტში, დარბაზში შევალთ მაშინ, როდესაც ამ საკითხებზე იქნება კენჭისყრა და დაამტკიცებს „ქართული ოცნება“, რომ ეს ყველაფერი სერიოზულია, მივიდა ფინალამდე და ფინალს სჭირდება თითის დაჭერა მწვანე ღილაკზე. ჩვეულებრივად, საპარლამენრო საქმიანობით ვიქნებით დაკავებული. იმ შენობაში რა პოლიტიკური პროცესიც მოხდება, იმაზე კომენტარს გავაკეთებთ, თქვენ ხომ გჭირდებათ, ვიღაცამ კომენტარი გააკეთოს, მაგრამ ჩვენი მიზანი იქნება ამ პუნქტებიდან რომელიმეზე მივაღწიოთ შეთანხმებას „ქართულ ოცნებასთან“ და საზოგადოებასთან. ამას გავაკეთებთ პარლამენტის შენობიდან. თუ ჩავთვლით, რომ მერვე ასეთივე მნიშვნელოვანი საკითხი შემოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ასეთივე მნიშვნელოვანი იქნება და ისევე შეცვლის ქვეყანაში არსებულ მდგომარრობას, როგორც ჩვენს მიერ ჩამოთვლილი 7 საკითხი, მაშინ ვიმსჯელებთ ამაზეც“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება მოლაპარაკებებ, მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „გირჩის“ სამოქმედო გეგმა ამას ხელს არ შეიშლის.

„ჩვენ ეს სამოქმედო გეგმა იმიტომ გამოვააშკარავეთ და ამდენი ხანი იმიტომ ვიკავდებდით თავს, რომ არ გვინდოდა ხელი შეგვეშალა მოლაპარაკებებისთვის. თუ მოალაპრაკებები დასრულდა წარმატებით და პარლამენტი შედგა სრულფასოვნად, ჩვენი ეს გეგმა არარელევანტურია და ჩვეულებრივად ყველანი უნდა შევიდეთ პარლამენტში. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ოთხი რაუნდი იყო, ორი მეორედ იყო, თუ სინამდვილეში რამე კარგი მოხდა, მხოლოდ მივესალმები, მაგრამ რომ გითხრათ, დიდი იმედი მაქვს, შემდეგი რაუნდები იქნება და წარმატებული, ამის საფუძველს არაფერი მაძლევს. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ჩვენი დღეს განცხადებული სამოქმედო გეგმა ვინმეს ხელს უშლიდეს, შეიძლება დაასტიმულიროს კიდევაც ჩვენი კოლეგები, რომ უფრო მეტი მოინდომონ და მოილაპარაკონ“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ითხოვს
შემდეგი სტატიაგოლეთიანი – თუ ხელისუფლება რეპრესიულ ნაბიჯებს გააგრძელებს, თბილისში გადავინაცვლებთ