მეგრელიშვილი – შეუძლებელია, ასე გავაგრძელოთ ცხოვრება

მოლაპარაკებების იქით გზა არ გვაქვს. მოლაპარაკების იქით ხდება ის, რაც გუშინ ხდებოდა, მუდმივი დაპირისპირება. მოლაპარაკება ერთადერთი საშუალება, როდესმე მოხდეს სიტუაციის ნორმალიზება. შეუძლებელია ასე გავაგრძელოთ ცხოვრება. როგორც ჩვენი მოდერატორები გვეუბნებოდნენ, ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შეიძლება იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩის“ მოლაპარაკების გაგრძელებას აპირებს, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“.

ეს იყო პრესტიჟის საქმე პრეზიდენტ შარლ მიშელის. ვფიქრობ, ეს ჩავარდნა მისთვის რეპუტაციული პრობლემა იქნება და რაღაც ღონისძიებებს მიიღებენ. ეს ღონისძიებები იქნება, რომ ჩვენთან გააგრძელონ მცდელობა, თუ დიაგნოზივით დაგვისვან, რომ ამ ხალხს არაფერი ეშველებათ. ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე ამერიკელების მეტი ჩართულობის იმედი უფრო უნდა გვქონდეს, თუ მოლაპარაკებებში უცხოელების დახმარების იმედად დავრჩით. ჩვენ არ ვაპირებთ დალოდებას. საუბრის პრობლემა არავისთან გვქონია. ახლა შიდა სამუშაოებს ვაგვარებთ, რომ „ქართულ ოცნებასთანაც“ დავიწყოთ ურთიერთობა და შემდეგში განვსაზღვროთ, როგორი იქნება „გირჩის“ პოლიტიკა. ჩვენ სრულიად გამჭირვალე ვიქნებით ამ პროცესის განმავლობაში. რეალურად, წვლილი ამ ჩაშლილ მოლაპარაკებებში „ქართულ ოცნებას“ აქვს. შესაბამისად, რაც არ უნდა თქვან ერთმანეთზე, საბოლოო ჯამში, ორივე მხარის პრობლემაა, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა და პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, საკუთარ პოლიტიკურ გუნდს ამშვიდებს, ჩვენი პრობლემა არ არისო“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბუაძე – ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა გაასაჯაროვოს ყველა რუსი ვიზიტორის ვინაობა
შემდეგი სტატიარუსეთის დუმის სპიკერი – პოზნერთან დაკავშირებული ინციდენტი აჩვენებს, რომ საქართველო ღრმა კრიზისშია