მეგრელიშვილი – სააკაშვილი საზღვარგარეთ თუ წავა, სავარაუდოდ ყველა უფრო მშვიდად იქნება

ჩვენი პარტია ამ ყველაფერს ვაფასებთ, როგორც უკიდურეს კლოუნადას. კლოუნადიდან გამოსავალი კლოუნადის შეწყვეტაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შეფასებებისას აღნიშნა.

კითხვაზე, რა ფორმით უნდა შეწყდეს ეს კლოუნადა, მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ როგორც „კლოუნადის რეჟისორებისთვის იქნება სასარგებლო“.

„რა ფორმითაც ამ კლოუნადის რეჟისორებისთვის იქნება უფრო სასარგებლო. თუ მათ მიზანს უკვე მიაღწიეს და ორივე პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი მაქსიმალური შედეგი გაიფორმა, საზღვარგარეთ თუ წავა მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ ყველა უფრო მშვიდად იქნება“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე – სააკაშვილის გათავისუფლების უამრავი სამართლებრივი გზა არსებობს, ხელისუფლებას არჩევანი აქვს, არ ინდომებს, მოვანდომებთ
შემდეგი სტატიანონიაშვილი – მძიმე სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად, არა ღარიბაშვილის ცარიელი პოპულიზმი, არამედ ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაა საჭირო