მეგრელიშვილი – პირველი შემთხვევაა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას რადიკალურად დაუპირისპირდა

პირველი შემთხვევაა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას რადიკალურად დაუპირისპირდა, რაც მანიშნებელია იმის, რომ „ქართული ოცნება“ გუნდის ფარგლებში ვერ ახერხებს დაარწმუნოს საკუთარი პოლიტიკური ფიგურები, რომ მათი გადაწყვეტილებები სწორია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი თავად მასპინძლობდა შარლ მიშელს და როცა შემდეგში შეხვდება, იგრძნობს პასუხისმგებლობას ჩაშლილი პროცესზე, რომელიც არ იქნება კარგი ჩანაწერი ევროკავშირის პრეზიდენტის ბიოგრაფიაში.

„საქართველოში ინსტიტუტები დამოუკიდებლები არ არიან და ზუსტად ამიტომ გვიკვირს, რომ ეს არადამოუკიდებელი ინსტიტუტის წარმომადგენელი რაღაც მომენტში არასტანდარტულად იქცევა. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე სესხის თაობაზე „ქართული ოცნების“ პოზიცია საჯარო გახდებოდა, ოპოზიცია შეკრებილი ვიყავით ევროკავშირის წარმომადგენლობაში და იქ ბრიუსელიდან შარლ მიშელის წარმომადგენელთან ვისაუბრეთ. ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით. მაშინ კომენტარებიც გავაკეთე, მაგრამ ჟურნალისტებმა ყურადღება დიდად არ მომაქციეთ. რეალურად, საქართველოს მთავრობას სესხზე უარი არ უთქვამს, საუბარი იყო იმაზე, რომ ევროკავშირმა ფაქტობრივად წინასწარ გვითხრა, რომ საქართველოს მთავრობას შესრულებული არ აქვს ვალდებულებები და ამის შეუსრულებლობა ნიშნავს ამ ტრანშის გაჩერებას, რომ სხვანაირად არ იყოს გაგებულიო. მთავრობამ შიდა პოლიტიკური ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე მარტივი „გაპრავება“ მოიფიქრა, რომ ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი აქვთ ზრდა აქვს და უარი თქვა 300 მილიონზე“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამგორის რაიონში, ე.წ. კაიროს დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულდა
შემდეგი სტატიასააკაშვილი – ორშაბათს გავაკეთებ განცხადებას ჩემს გეგმებზე