მეგრელიშვილი ოცნებას: ჩართეთ ნაციონალები პროცესში, რომ თვითონვე უნდოდეთ პარლმანეტში შესვლა

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ოპოზიციის ლიდერებს პარლამენტში შესვლა სურთ, თუმცა ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ იქ შესვლა სირცხვილია. ამის შესახებ მეგრელიშვილმა მედიაცენტრ მთავარში თქვა.

მან ქართულ ოცნებას მოუწოდა, მისცენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს პროცესში ჩართვის შესაძლებლობა, რომ მერე თავად მოუნდეთ პარლამენტში შესვლა.

“მე მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, რომ ისეთი კლიმატი შექმნას, სადაც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკოსებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ პროცესში და თვითონვე უნდოდეთ მერე პარლამენტში შესვლა. ანუ ასე არ არის სიტუაცია, რომ ხალხს პარლამენტში შესვლა არ უნდა, მე ძალიან კარგად ვიცნობ ჩემს კოლეგებს. უბრალოდ, არის შექმნილი სიტუაცია, სადაც პარლამენტში შესვლა სირცხვილია, უბრალოდ სირცხვილია”. – ამბობს მეგრელიშვილი.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – ელჩებმა ძალიან აქტიურად უნდა დაიკავონ პოზიცია, რადგან ფასილიტატორობა არ ნიშნავს მარტო ორ მხარეს შორის რაღაც შუამავლობას
შემდეგი სტატიაზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა