მეგრელიშვილი: მოვიქცევი, როგორც გადავწყვეტ

ჩვენ გვესმის, როგორი პოზიცია აქვს ჩვენს მეგობრებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რომელმაც თავისი პოზიცია გამოთქვა სრულიად ნათლად. მგონია, რომ ეს განცხადებაც იმავეს ადასტურებს, რასაც საქართველოში ფასილიტატორი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ამბობდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.

როგორც მეგრელიშვილი ამბობს, ის ასამბლეის მოწოდებას, რომ ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები, ვერ გაიზიარებს, რადგან, მეგრელიშვილის თქმით, მას თავისი ამოცანები აქვს და პატივისცემის მიუხედავად, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს ბრამდ ვერ დაუჯერებს.

„მე ამ მოწოდებას ვერ გავიზიარებ, რადგან მე მაქვს ჩემი ამოცანები ამ მოლაპარაკებების დროს და შესაბამისად, იმ რაღაცის მიღება მინდა, რაც მსურს. ბრმად რომ დავუჯერო საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რაც არ უნდა დიდ პატივს ვცემდე მას, ეს არ გამომადგება, ამიტომ, ისე მოვიქცევი, როგორც მე გადავწყვეტ. მე მაქვს სრული ინფორმაცია, რადგან ვარ ამ პროცესის მონაწილე. დიდი მადლობა, რომ მათი პოზიცია მეხმარება ჩემი პოზიციის მიღებაში, მაგრამ ტექნიკურად ის, რომ ჩვენ ვიყავით ბოიკოტის რეჟიმში და ზუსტად „გირჩი“ იყო მთავარი ბოიკოტის რეჟიმის დამცველი პარტია და ჩვენს ხარჯზეა ბოიკოტი ამ ქვეყანაში, ეს მჭირდება იმისთვის, რომ მე მივიღო პროპორციული არჩევნები, რაც ამ მოლაპარაკების მაგიდაზე შეიძლება 100 პროცენტით არა მაგრამ 80 პროცენტით დევს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ქვეყანაში გავლენები ექნება: კალაძე ივანიშვილზე
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი – „ევროპული საქართველოს“ წევრებს იქნებ ჩერგოლეიშვილის და ბოკერიასი რცხვენიათ