მეგრელიშვილი: მოქმედი პარლამენტის მიერ მოსამართლეების არჩევა მათ სანდოობას ვერ შეჰმატებს

„პარლამენტმა ცოტა ხანში უნდა დანიშნოს მოსამართლეები. ამ საკითხში ჩვენ გვაკრიტიკებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები“, -განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, მოქმედი პარლამენტის მიერ მოსამართლეების არჩევა არ იქნება მათი სანდოობის განმსაზღვრელი.

„თვითონ პარლამენტს აქვს ლეგიტიმაციის ისეთი პრობლემა, რომ მომავალ შემოდგომაზე გამართული არჩევნები იქნება თავად ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი“, -განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

პოლიტიკური განცხადებების ფორმატში ვახტანგ მეგრელიშვილი სიღარიბის საკითხსაც შეეხო.

„ევროსა და დოლარის გამოყენების თავისუფალი უფლება ყველაზე ეფექტური ნაბიჯი იქნება სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით“, -აღნიშნა ვახტან მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირში ყველაზე ძვირი ფასები დანიაშია, რუმინეთსა და ბულგარეთში – ყველაზე იაფი
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: მომეჩვენა თუ ის ხალხი ლაპარაკობს აქ ვაქცინების დაგვიანებაზე, ვინც კბილები ამოუღეთ ხანდაზმულ ადამიანებს?