მეგრელიშვილი: მელიას ჰქონდა შანსი დაესრულებინა დაპირისპირება, რაზეც უარი თქვა

“მელიას ჰქონდა შანსი თავისი პოზიციიდან დაესრულებინა დაპირისპირება, რომლის მთავარი მხარე მისი პარტიაა, რაზეც უარი თქვა”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, მთავარი რაც პრეზიდენტ მიშელთან ისაუბრეს, ისაა, რომ ისტორიული შეთანხმება, რომელიც მომზადდა, ახლა უნდა შესრულდეს.

“მთავარი, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის ის, რომ მას მერე, რაც ეს ისტორიული შეთანხმების ტექსტი მომზადდა, ახლა უნდა ამას შესრულება და შესრულების გამოცდილება ისევე არ გვქონია, როგორც მსგავსი მოლაპარაკებების. რეალურად მთავარი პრობლემაა, მართლა შევძლებთ თუ არა. იმ გულწრფელი, როგორც სულ ეძახიან, იმ სულით დაწერილია ეს შეთანხმება, მას უნდა ანალოგიურად აღსრულება. ადამიანებმა, რაც სხვადასხვა მხარე იყვნენ, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერეს, თქვეს, რომ ისინი ერთმანეთის მტრები აღარ არიან, ევროპული პრაქტიკა ნიშნავს იმას, რომ შენ ოპონენტს ესაუბრო და არ წარმოიდგინო ის გასანადგურებელ მტრად, ამას შევძლებთ თუ არა ქართველები, ჯერჯერობით, არ ვიცით და პირველად უნდა ვცადოთ. კითხვები, შევლენ თუ არა დარბაზში, აფუჭებს საქმეს, სინამდვილეში ისინი უნდა წავიდნენ სამუშაოდ იმისთვის, რომ დაწერონ ის კანონპროექტები, რომლებიც გამომდინარეობს იმ შეთანხმებიდან, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. ამისთვის საჭიროა, რომ ეს ადამიანები ერთად იყვნენ დარბაზშიც, კაბინეტებშიც და კორიდორებშიც”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: წარმოუდგენელი იქნება, პარლამენტის სესიებში მონაწილეობა, თუ მელია და რურუა, არ იქნებიან გათავისუფლებული
შემდეგი სტატიასამნიძე: მელია გირაოს თუ არ თანხმდება, ეს მისი ნებაა