მეგრელიშვილი: იმედი მაქვს, პროცესი ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები

“იმედი მაქვს, პროცესი ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები – ასეთი მკაფიო არასოდეს არ ყოფილა პოზიცია, რომელსაც მედიატორები აფიქსირებენ”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, რა მოხდება და მოვლენები როგორ წარიმართება არ იცის.

„არ ვიცი, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება იმ დოკუმენტში, რომელიც ბოლოს დანიელსონმა დატოვა. ძალიან საინტერესოა, რადგან განცხადებები სხვადასხვა განცდას მიჩენს. სინამდვილეში ინფორმაცია არანაირი არ მაქვს. ჩვენ ჩვენი გეგმის შესახებ გამოცხადებული მაინც გვქონდა, ხვალ ჩვენ პარლამენტში მივდიოდით. იმედი მაქვს, რომ პროცესი ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მართლა პარლამენტარები არიან, ის 60 დეპუტატი, მათი ხმა გაცილებით უფრო უნდა ისმოდეს. 60-ვე ადამიანმა საკუთარი აზრი უნდა დააფიქსიროს იმ კრიზისის შესახებ, რომელიც საქართველოშია. ასეთი მკაფიო არასოდეს არ ყოფილა პოზიცია, რომელსაც მედიატორები აფიქსირებენ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშივაშაძე: ვისურვებდი, დღევანდელი დღისთვის დაგვერქმია “შეთანხმების დღე”
შემდეგი სტატიაბოკერია: პოზიცია არ შეცვლილა, ვიქნებით მოქნილები, მაგრამ პრინციპულები