მეგრელიშვილი: “გირჩი” პირდაპირ მოლაპარაკებას დაიწყებს “ოცნებასთან”

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის გაცახდებით,მისი პარტია “ქართულ ოცნებასთან” პირდაპირ დიალოგს იწყებს.

როგორც მეგრელიშვილმა, დღეს, 19 მარტს, “რუსთავი 2-ის” ეთერში განმარტა, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით წარმართულმა უშედეგო მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ პრობლემა სხვების მედიატორობით ვერ მოგვარდა.

“ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა მასშტაბის შარში ვართ და მერე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. როგორც მინიმუმ, უკვე ხომ ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას? უნდა შევეცადოთ, რომ თუ რამე უნარი გვაქვს, მოვიფიქროთ გამოსავალი და ვცადოთ მისი განხორციელება, დავტესტოთ.

ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას “ქართულ ოცნებასთან”. მე შევუთანხმდი, დავუკავშირდი “ქართულ ოცნებას”, რომ მათთან მქონდეს უშუალო ურთიერთობა. ვისაც უნდა, ჩვენ ყველასთან ღია ვართ, ყველასთან ვსაუბრობთ და დიახ, “ქართულ ოცნებას” შევუთანხმდი, რომ შევეხმიანები და უშუალოდ მათთან დავიწყებ ლაპარაკს”, — გააცხადა მეგრელიშვილმა.

18 მარტს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების მედიატორიბით გამართული მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი: ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა განსაკუთრებული შოკი მიიღეს
შემდეგი სტატიამეზვრიშვილი: შეინიშნება „არაფორმალური გამოძიების/მართლმსაჯულების” წესად დამკვიდრების ძალიან საშიში ტენდენცია