მეგრელიშვილი – დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ იყო ბევრად მართალი

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ იყო ბევრად უფრო მართალი, მიუხედავად იმისა, მისთვის რაღაცა საკითხები არ იყო მისაღები, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, მას არ მიეცა შესაძლებლობა, რომ დოკუმენტზე ხელი მოწერა, რადგან ფორმატი ასეთი იყო, რომ ყველას უნდა მოეწერა ხელი ან არავის.

„მე არ მომეცა შესაძლებლობა, რომ ხელი მომეწერა დოკუმენტისთვის, ერთადერთი პარტია ვიყავი, რომელიც ხელს ვაწერდი.ფორმატი იყო ისეთი, რომ ან ყველა აწერდა ხელს, ან არავინ. შესაბამისად, მარტო ჩემთვის იყო ეს დოკუმენტი მომზადებული. ყველაფერი გავიგე. მშვენიერი დოკუმენტი იყო. მართლა ნამუშევარი ჰქონდა ევროკავშირს. თითოეული საკითხი, რომელიც მან დაასახელა მიმღებლობის შემთხვევაში თავისუფლად შეთანხმებადი იყო, მაგრამ მხარეებს დიდი სურვილი არ ჰქონდათ. მაგალითად, სამი საკითხი იყო, რომელზეც არასოდეს სერიოზული კამათი არ ყოფილა. როგორ გადაინაწილებდნენ თანამდებობებს პარლამენტში ან საარჩევნო ცვლილებები როგორ უნდა იყოს, ეს არასდროს არ ყოფილა დილბრეიქერი. ორი საკითხი იყო მნიშვნელოვანი რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრები“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, შეთავაზება იყო ძალიან სწორი კომპრომისი, რომ არც ერთი მხარე იმ მაგიდიდან არ ამდგარიყო მოგებული.

„შემოთავაზებული იყო ადამიანების გათავისუფლება და ასევე შემოთავაზებული იყო, რომ ოპოზიციას უარი ეთქვა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაზე. ზოგადად შეხვედრა ასე დაიწყო, რომ ამ არჩევნებს ლეგიტიმურად ვცნობთ, პარლამენტი უნდა იყოს სრულფასოვანი. აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია, რომელიც ფაქტობრივად იყო კომპრომისი ორივე მხარისთვის და ვერც ერთი მხარე ვერ გამოვიდოდა გამარჯვებული, უარყოფილ იყო ორივე მხარის მიმართ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ იყო ბევრად უფრო მართალი, მიუხედავად იმისა, მისთვის რაღაცა საკითხები არ არის მისაღები, არც ერთი საკითხი არ იყო მისთვის უარის თქმისთვის საკმარისი. რეალურად ის აწერდა ხელს და იძახდა, თქვენ თუ აწერთ ხელს, მეც ვაწერო. მართლმსაჯულების რეფორმა და საარჩევნო რეფორმა არ აინტერესებდათ. მთავარი საკითხები, რომელიც არის საინტერესო ეს არის ის ორი საკითხი, რომელიც დაგისახელეთ. ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ჩამოთვლილია, უზარმაზარი დებატების მოწყობა შეიძლება, მაგრამ ამ საკითხებთან მიმართებაში თუ მაგალითად, სასამართლოს საკითხი ასე არ გადაწყდა ან ისე არ გადაწყდა, ჩვენ გავდივართ მოლაპარაკებიდან, ასე საკითხი არასდროს მდგარა. ეს საკითხები იყო ევროკავშირის მიერ თავად შემოთავაზებული და ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის არასდროს წარმოადგენდა გადამწყვეტ თემას. ისევე როგორც დაბალბარიერიანი სრულად პროპორციული არჩევნების მოთხოვნა. ეს თემა ვერ გახდა ისეთი მასშტაბის და მნიშვნელობის, როგორიც მაგალითად, პოლიტიკური პატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების თემა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, დანიელსონის მხრიდან იყო საუბარი რურუას საკითხზე. რურუას ქეისის მოგვარების ერთ-ერთი ვარიანტი დასახელებული იყო, მაგრამ ეს არ იყო გასაგები, დამაჯერებელი და მისაღები.

„ორივე მხარეს მეტის გაკეთება შეეძლოთ. რადგან ვერ შედგა შეთანხება, ეს ნიშნავს, რომ წითელ ხაზებში დარჩნენ არ დათმეს მხარეებმა. რასაც ისინი ასახელებდნენ, რომ წითელი ხაზები არ არსებობს, ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი. ამ წითელ ხაზებში დარჩნენ, ეს მაგიდაზე გამარჯვება-დამარცხების თემებია, თუ ისე არ წყდება როგორც მხარეს უნდა, მოლაპარაკება იშლება. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მხარე 100%-ით იყო მოტივირებული, მაგრამ „ქართული ოცნება“ ხელისმომწერი იყო ამ დოკუმენტზე, მიუხედავად თავისი პრეტენზიების, აცხადებდა, რომ ხელს მოაწერდა, ლოგიკურად გამოდის, რომ მეორე მხარემ არ მოაწერა ამ დოკუმენტს ხელი და არ დაიხია წითელი ხაზებიდან“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, „გირჩს“ აქვს პარტიული შიდა საკითხები მოსაგვარებელი და ამის შემდეგ არის გეგმა, რომ საუბარი შედგება „ქართულ ოცნებასთან“

„ვაპირებთ დაველაპარაკოთ „ქართულ ოცნებას“ და ძალიან მალე ყველაფერი იქნება საჯარო. ყველა საკითხი გვინდა, იყოს ღია. პრობლემები დაგროვდა, რადგან მთელ ეს მოლაპარაკების პროცესი იყო დახურული და საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი, რაზე იყო საუბარი, ვის რა პოზიცია ჰქონდა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიტიკარაძე – „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალებასა და აცრას შორის კავშირი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება