მეგრელიშვილი – ჩემთვის ზუსტად გასაგები არ არის, კონკრეტულად რას ედავებიან „ქართულ ოცნებას”

ჩემთვის არ არის ზუსტად გასაგები, კონკრეტულად რას ედავებიან „ქართულ ოცნებას” მაშინ, როდესაც ის ამბობს, რომ სრულად აქვს შესრულებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები,- ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, “ქართულმა ოცნებამ” საკუთარ პოზიციებზე კონკრეტული განმარტებები უნდა გააკეთოს, ოპოზიციამ კი განაცხადოს, რომელი მოთხოვნა არ შესრულდა “ქართული ოცნების” მხრიდან.

“ჩემი რჩევა იქნება, რომ ურთიერთობა არ დაგვეძაბა იმ ხალხთან, რომლებიც დაგვეხმარნენ რამდენიმე თვის წინ. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, “ქართულმა ოცნებამ” საჯაროდ გააკეთოს განმარტება საკუთარ პოზიციაზე არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ საკითხებზე. ისევ როგორც ოპოზიიცის მხრიდან გასაგები უნდა იყოს რომელი მოთხოვნა არ შესრულდა “ქართული ოცნების” მხრიდან, ანუ სად გვაწვდის “ქართული ოცნება” მცდარ ინფორმაციას. ჯერჯერობით რადგან ასეთ კონკრეტიკამდე არ დავსულვართ, მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, ასევე მაინტერესებს ოპოზიციის აზრი”,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროპული საბჭო ევროკომისიას – წარმოადგინეთ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი ზომები
შემდეგი სტატიაჯანმო-ს მეცნიერი – „დელტა“ ვარიანტი სულ მცირე ორჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის თავდაპირველი ვარიანტი