მეგრელიშვილი – აგერ, თავმჯდომარეა გამზადებული, ახალგაზრდა, პუტკუცუნი ბიჭი

აგერ, თავმჯდომარეა გამზადებული, ახალგაზრდა, პუტკუცუნი ბიჭი, რომელსაც თუ დაიჭერენ, ყველას შეგვეცოდება და საერთოდ ვეღარაფერს გავაკეთებთ, ვეღარავის დაველაპარაკებით, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დააკვირდებიან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით როგორ განვითარდება მოვლენები და აღნიშნა, რომ თუკი ისეთი სცენარით განვითარდა, როგორსაც ვარაუდობენ, ოპოზიციას და პოზიციას მაქსიმალურად გაემიჯნებიან.

„ძალიან მალე დავტოვეთ შეხვედრა. მიზეზი იყო ის, რომ დავსვით კითხვები და პასუხები ვერ მივიღეთ. გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს, ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე ეპასუხათ. სინამდვილეში, რასაც გავაკეთებთ, გავაკეთებთ იმას, რომ შევეცდებით, დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მელიასთან დაკავშირებული სიტუაცია. თუკი ია განვითარდა ისეთი სცენარით, როგორსაც ვვარაუდობთ, რომ განვითარდება, მოგვიწევს, ორივე მხარეს მაქსიმალურად გავემიჯნოთ, როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას. ჩემი ვარაუდია, რომ პასუხები არ ჰქონდათ, მაგრამ რას გაიგებ, შეიძლება ჰქონდათ და არ გვითხრეს. ბოიკოტი გამოგვიცხადა „გირჩს“ სრულიად ოპოზიციურმა გაერთიანებამ. იმიტომ ფიქრობენ ჩვენზე, რომ „ქართული ოცნების“ თამაშს ვთამაშობთ, რომ სიტყვა-სიტყვით არ ვიმეორებთ წინასწარ შეთანხმებულ მესიჯბოქსებს. როგორც კი აზრს დაატან და განსხვავებული ფორმით იტყვი, შენ მიმართ ჩნდება ეჭვი. ეს რა უცნაური სამყაროა, კაცო. მელიას დაჭერა გვინდოდა და იმიტომ მოვედით აქ, რა სიგიჟეა ეს. იმიტომ, რომ სხვა სიტყვები დავამატეთ, რომელშიც ჩვენი აზრით, მთელი ქვეყნის რისკია ჩადებული, არა უბრალოდ მელიას საკითხია გულმხურვალე ემოციებითა და სადღეგრძელოებით, არამედ რისკები, რომელიც შეიძლება, მთელს ქვეყანას დაემუქროს. როგორ შეიძლება ამაზე სერიოზულად არ მსჯელობდე. ორი მხარე, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ჩხუბი ამ ქვეყანაში იყოს მთავარი ამბავი. აგერ თავმჯდომარეა გამზადებული, ახალგაზრდა, პუტკუცუნი ბიჭი, რომელსაც თუ დაიჭერენ, ყველას შეგვეცოდება და საერთოდ ვეღარაფერს გავაკეთებთ, ვეღარავის დაველაპარაკებით“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები