მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბალახაძეს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

AWBF3P Judge

რუსთავის საქალაქო სასამართლომ,მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბალახაძე დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროცესი დღეს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ბალახაძის მამის აღიარებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მამა აღნიშნული აღიარებით შვილის დაცვას ცდილობს.

ბრალდებულის უფლებადამცველის განცხადებით, სახელმწიფო ბრალდებას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს. უფლებადამცველმა ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა – საქმის მასალებში მკვლელობის იარაღი, დანა არ დევს.

ადვოკატის თქმით, მკვლელობის იარაღი აქვს ბალახაძის მამას, რომელიც საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და ის საგამოძიებო უწყებაში ამიტომ არ მიიტანა.

ბალახაძის მამამ არაერთხელ განაცხადა და მიმართა გამოძიებას, რომ ის არის დამნაშავე და იარაღზე დამატებითი საგამოძიებო ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა და აკაკი ზოიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებს ალოგიკურს უწოდებს