ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ-დაბიში “ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ, თავისუფალი. ამის შესახებ გაბიტაშვილის მეუღლე, სოციალურ ქსელში წერს და ლაშას მადლობის წერილს აქვეყნებს.
“მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში“, – წერს გაბიტაშვილი.
მისივე თქმით, ის მოუთმენლად ელის საქართველოში დაბრუნებას.
მეგობრებო, თავისუფალი ვარ!
დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი. მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში. მოუთმენალად ველი დაბრუნებას საქართველოში, რომელიც იმსახურებს თავისუფალ მოაზროვნეებსა და პასუხისმგებლიან ლიდერებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, ახალ და ძველ მეგობრებს და ოლგას, რომელიც ჩემი პირადი გმირია!
მოგვიანებით შევძლებ კითხვებზე პასუხს, როდესაც საქმე დაიხურება“, – წერია ინფორმაციაში.