მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები სოციალურ ქსელ Twitter-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ჩვენს მეგობარს, მეზობელსა და მჭიდრო პარტნიორს – საქართველოს, ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას რეგიონში! გაუმარჯოს ქართულ-თურქულ მეგობრობას!,“ – წერს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საუკეთესო სურვილებით ვულოცავთ საქართველოს მთავრობასა და ხალხს. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი სტრატეგიული კავშირების შემდგომ გაძლიერებას,“ – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიმართვაში.
„გულთბილად ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო გააძლიერებენ ხანგრძლივ მეგობრობას,“ – წერს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„საქართველო, გილოცავთ 104-ე დამოუკიდებლობის დღეს! სლოვენია ზეიმობს თქვენთან ერთად და გისურვებთ ნათელ მომავალს, მშვიდობასა და კეთილდღეობას!“- აღნიშნულია სლოვენიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

Twitter-ზე ულოცავს საქართველოს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც: „ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“

აღსანიშნავია, რომ მისალოც მიმართვებს ავრცელებენ რუმინეთის, პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, ალბანეთის ირანის, სამხრეთ აფრიკის, ბაჰრეინის, პაკისტანის, გვატემალას, შრი-ლანკისა და სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებიც.

გარდა ამისა, დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, სოციალური ქსელის საშუალებით ულოცავენ კოლეგებიც.

banner
წინა სტატიაშიჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა – ბერძენიშვილი
შემდეგი სტატიადამპყრობლებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს – არიან დაღუპულები და დაშავებულები