მეგობარი – დოდო გუგეშაშვილი გონზე როცა მოდის, შვილს კითხულობს

დოდო გუგეშაშვილი უცხოს კარს არ გაუღებდა, – ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა დავით მუხიგულმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დოდო გუგეშაშვილს ანტიბიოტიკებს უკეთებენ, რათა სეფსისი არ განვითარდეს. როგორც მან აღნიშნა, ამ დრომდე არც ერთ მეგობარს არ მოუნახულებია პაციენტი.

“მე ვიყავი რეანიმაციის პალატასთან, ექიმსაც ვესაუბრე. ტყვიის ჭრილობა არის ძალიან მძიმე. რაც მთავარია არტერიას აცდა”, – განაცხადა მუხიგულმა.

მისივე თქმით, დოდო გუგეშაშვილი გონზე როცა მოდის, შვილს კითხულობს.

“გონზე მთლად მოსული არ არის. თუ გონზე მოდის, პირველი შეკითხვა არის – შვილი როგორაა”, – განაცხადა დავით მუხიგულმა.
იგი ვარაუდობს, რომ გუგეშაშვილი შეიძლება ხვალ გადაიყვნონ პალატაში. მისივე თქმით, გუგეშაშვილი სამართალდამცველებთან გასაუბრებას ალბათ ხვალ შეძლებს, როცა პალატაში გადაიყვანენ.

ვერსიებზე გუგეშაშვილის მეგობარი ვერ საუბრობს, ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ დოდო გუგეშაშვილმა თავდამსხმელის ვინაობა ვინმეს უთხრა.

“ერთი ვიცი, რომ აქ რომ მოვიდა თავის სამეგობროს უთხრა ბიჭს მიმიხედეთო”, – განაცხადა მუხიგულმა.

banner
წინა სტატიაშიბიზნესომბუდსმენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიანაძალადევში სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა