“შესაძლოა, ეს დღეს აუცილებელი არ იყო, მაგრამ ჩვენ საქმეს წინ ვიგდებთ და MEGOBARI აქტით, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტით” ვადასტურებთ კიდევ ერთხელ საქართველოს ორპარტიულ მხარდაჭერას. ამერიკის კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას”- განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, რომელიც მან კონგრესში ფიცის დადებამდე გამართა.