მეგის ქარდავას უკრაინელი ადვოკატი ქარდავას დაკავების დეტალებს ყვება

მეგის ქარდავას ცოლისძმა დანით დაჭრეს

საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინელი ადვოკატი ქარდავას დაკავების დეტალებს ყვება.

როგორც მიხეილ ლოტოცკიმ განაცხადა, მეგის ქარდავა არა უკრაინაში შესვლისას საზღვარზე, არამედ უკრაინაში, გალიცკის რაიონის სოფელ ზადნესტრიანსკში დააკავეს, სადაც ქარდავა ცხოვრობდა.

მისივე განმარტებით, მეგის ქარდავას აღნიშნულ სოფელში სახლი ჰქონდა ნაქირავები და მისი აყვანაც სწორედ სახლში მოხდა.

„როგორც მეზობლებმა განაცხადეს, მასთან ცოლიც ჩამოდიოდა. მისი დაკავება მოხდა მის საცხოვრებელ სახლში. ის პირველ ნოემბერს დააკავეს, ღამის ორ საათზე. დაკავების მიზეზი მისი ექსტრადირებაა“, – განაცხადა ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა.

როგორც მიხეილ ლოტოცკიმ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას დათანხმდება, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„ექსტრადირების გადაწყვეტილებას, თუ ის იქნება მიღებული, გავასაჩივრებთ, თუმცა ზოგადად, მეგისის დაკავებასაც უკანონოდ მივიჩნევ, ვინაიდან დაკავებისთვის საჭირო იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, რაც სასამართლოზე არ წარუდგენიათ“, – აღნიშნა ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა.

ადვოკატის ცნობით, ქარდავას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული და ის ივანო-ფრანკოვსკის იზოლატორში იმყოფება.

www.ipn.ge

banner
წინა სტატიაში,, საოკუპაციო ხაზთან ვერანაირი საბაჟო ვერ იარსებებს, იმიტომ, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარი კავკასიონის ქედზე გადის”
შემდეგი სტატიაშსს ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემებს აქვეყნებს