მეგის ქარდავა ნაცემია, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – ადვოკატი

მეგის ქარდავას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება- ამის შესახებს განცხადებას ქარდავას ინტერესების დამცველი, მალხაზ ველიჯანაშვილი, უკრაინელ ადვოკატზე დაყრდნობით აკეთებს. მისი თქმით, ქარდავას უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული პროცესზე ვერ გამოცხადდა, რადგან ნაცემია და ამ ფაქტს მასთან დაკავშირებულ კრიმინალებს უკავშირებს.

„მეგის ქარდავასთან დაკავშირებით საექსტრადიციო პატიმრობაზე პროცესი გაიმართა, ეხებოდა სააპელაციო სასამართლოში იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, სადაც 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ პროცესზე მეგის ქარდავას ადვოკატმა განაცხადა, რომ მეგის ქარდავა იყო ნაცემი. მას ჰქონდა დაზიანებები ცხვირის და თვალის არეში. ის პროცესზე ვერ მოვიდა და ჩართვა განხორციელდა მსი დაწესებულებიდან, სადაც კარგად არც კი აჩვენეს. მეგის ქარდავამ და მისმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა,“- განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : ნარკოპოლიტიკის რეფორმირებას მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილება არ ეყოფა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო – ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციაზე ფართო მსჯელობაა საჭირო