მეგის ქარდავა ბრალს არ აღიარებს

მეგის ქარდავას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

მისივე თქმით, მეგის ქარდავას მიაჩნია, რომ საქმე სრულიად პოლიტიზებულია.

„რა თქმა უნდა, არ აღიარებს წარდგენილ ბრალს. თავადაც მოისმინეთ მეგის ქარდავას განცხადება, ის მიიჩნევს, რომ სრულიად პოლიტიზებულია მისი საქმე. ყველა მოწმის ჩვენება, რომელიც ძალიან ცოტაა, ძალადობის შედეგადაა მიღებული, დაპირებასა და ანგარიშსწორებას უკავშირდება. მხოლოდ დაზარალებულებით და ერთი მოწმით არის წარმოდგენილი ბრალდების მხარე. დაცვის მხარეს კი ამ საქმეში ჰყავს უამრავი მოწმე წარმოდგენილი, რომელიც გამორიცხავს იმ დანაშაულს, რომელზეც ბრალი აქვს წარდგენილი მეგის ქარდავას. დღეის მდგომარეობით, მეგის ქარდავას წინააღმდეგ სხვა არც ერთ საქმეზე სასამართლო სხდომა ჩანიშნული არ არის“, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი: მეგის ქარდავასთვის განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს
შემდეგი სტატია“არ მალავენ და ჩანაწერებიც მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს რევოლუციური, დესტაბილიზაციის სცენარის განვითარება”