მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი – კლინიკის სამი თანამშრომლისთვის ბრალის წარდგენა კითხვებს პასუხს არ სცემს

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, გამოძიება კლინიკა „იმედის“ მხოლოდ სამი თანამშრომლის ბრალის წარდგენით არ უნდა შემოიფარგლოს.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, საქმეში იყოს უფრო მაღალი სტატუსის მქონე ადამიანების ბრალეულობა.

ადვოკატის განმარტებით, მთავარ კითხვებზე პასუხი კვლავ არ არის გაცემული.

„როგორც ვიცით, გავრცელებული ინფორმაციით, ბრალი წარედგინა კლინიკა „იმედის“ სამ თანამშრომელს ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. თუ ასე მოხდა რეალურად და ჩვენებები შეიცვალა, არა მარტო იმ სამი მოწმის მიერ, კიდევ არის მედპერსონალი, რომლებიც თავიდან აწოდებდნენ სხვა ინფორმაციას, შემდეგ აკორექტირებდნენ. ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ სხვა პირების მიმართაც დადგეს პასუხისმგებლობა. უწყების მიერ მათთვის ბრალის წარდგენა გარდაცვალების საკითხზე კითხვას არ სცემს პასუხს. საინტერესოა ოჯახისთვის, რომ ორდღიან შუალედში იცვლება ჩვენებები ისეთი გარემოებების მითითებით, რაც ვერ დადგინდებოდა, თუ მოწმეები არ იტყოდნენ.

ერთმა პირმა, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მეგი ბაქრაძეს დახმარების აღმოჩენის დროს არ გაუკეთდა ადრენალინი და შემდეგ ეტაპზე გაუკეთდა. ეს ვერ დადგინდებოდა ექსპერტიზით, თუ მოწმეები არ იტყოდნენ. ამიტომ ეჭვი გვაქვს მოწმეებზე, მოხდა ზეწოლა, თავად მიაწოდეს მამხილებელი ჩვენება და შეუძლებელი იქნებოდა ამის დადგენა. მოწმეებზე თუ მოხდა ზეწოლა და შეაწმინდეს ხელი, რისი ეჭვიც აქვს ოჯახს, ამ შემთხვევაში პრობლემა უფრო გლობალურია. ეს არ უნდა შეეხოს კლინიკის დაბალი ფენის ექიმებს და ექთნებს, ყველა, ვისი ბრალეულობაც არის, ვინც ვერ დაიცვა წესები,უფრო მაღალ ფენებში თუ იყო პრობლემა, მათზე ხელის შეწერა არასწორია“, – განაცხადა ნინო ამაღლობელმა.

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხთარლი – პროკურატურას დღეს მივცემ ჩვენებას, როგორ მოხდა ჩემი გატაცება
შემდეგი სტატიაანზორ ბიწაძე – ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები