მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები იმნაძისა და რატიანის გამოკითხვას ითხოვენ

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პირველი საანივერსიტეტო კლინიკის ხელმძრვანელის, ლევან რატიანისა და დაავადაბათა კონტრლის ცენტრის ხელმძრაველის მაოდგილის, პაატა იმნაძის გაᲛოკითხვას ითხოვენ. შესაბამისი შუამდგომლობით ისინი საგამძიებო უწყებას დღეს მიმართევან.

“მივმართავთ საგამოძიებო უწყებას შუამდგომლობით, მნიშვნელოვანი მოწმეების გამოკითხვისა და დამატებით, დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის თაობაზე. აგრეთვე, მივმართავთ შუამდგომლობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების თაობაზე”, – თქვა ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა.

თავად ლევან რატიანი ამბობს, რომ კორონავირუსის დიაგნოზი მეგი ბაქრაძეს არ დაუსვა, რადგან ის PCR ტესტით პასუხით ისმევა და ბაქრაძის პასუხი უარყოფითი იყო.

“როგორც დამიბარებენ, ეგრევე წავალ, რა პრობლემაა, რა მაქვს დასამალი. ჩემი ჩანაწერი თუ წაიკითხეთ, პირველივე წუთიდან წერია დიაგნოზი, ეჭვი რომ მივიტანე კოვიდზე მაგიტომაც გავაკეთე PCR ტესტი და პასუხი მივიღეთ ნეგატიური”, – თქვა ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაში45 დღიანი სკოლის გაცდენა მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების საფუძველი იქნება
შემდეგი სტატიაფეისბუქმა პრემიერ ღარიბაშვილის გვერდზე საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული რეკლამა დაბლოკა