6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

MEE: ირანმა შესაძლოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს დაარტყას

Middle East Eye-სთან საუბარში არაბმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ ირანმა შესაძლოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენს დაარტყას.

ნავთობსადენის საბოლოო დანიშნულება თურქეთში მდებარე ქალაქი ჯეიჰანია, თუმცა აქედან ნედლი ნავთობის ნაწილი ისრაელს გემებით მიეწოდება.

აქამდე, 2 მარტს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მრჩეველმა თქვა, რომ დაარტყამდნენ მტრის ნავთობით მომარაგების ხაზებს. MEE-ს წყარომ კომენტარი სწორედ ამ მუქარასთან დაკავშირებით გააკეთა.

“ირანის მუქარა, დაარტყას “მტრის ნავთობის ხაზებს” მხოლოდ BTC-ის თუ შეიძლება მოიაზრებდეს, რადგან ის ისრაელისთვის ნედლი ნავთობის მთავარი მიმწოდებელია”. – თქვა წყარომ MEE-სთან საუბარში.

როგორც MEE წერს, ისრაელი BTC-ის მეშვეობით ნავთობის იმპორტის დაახლოებით 30%-ს იღებს.

MEE-ს წყარომ აღნიშნა, რომ ნავთობსადენი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე გადის და თავდასხმის მცდელობის შემთხვევაში ირანმა შეიძლება ყველაზე მარტივად მისაწვდომ აზერბაიჯანის ტერიტორიას დაარტყას.

მუქარიდან ორი დღის შემდეგ ცნობები, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე თავდასხმის შესახებ, არ გავრცელებულა. თუმცა, 4 მარტს NATO-ს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებმა თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიმავალი ირანული რაკეტა ჩამოაგდო. უცნობია, რა იყო რაკეტის სამიზნე და საბოლოო დანიშნულება.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლი – ირანული სამხედრო გემი თვლიდა, რომ საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ იყო
შემდეგი სტატიალარი დოლართან 3.12 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან 0.89 თეთრით