მედვედევმა ყირიმის ენერგობლოკადას “გენოციდი” უწოდა

მედვედევმა ყირიმის ენერგობლოკადას

მედვედევმა ყირიმის ენერგობლოკადას "გენოციდი" უწოდარუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა ყირიმის ენერგობლოკადას უკრაინის მხრიდან “გენოციდი” უწოდა ჟურნალისტებტან საუბარში.
“რასაც არ უნდა ამბობდეს უკრაინის მთავრობა, ის, რაც შუქთან დაკავშირებით გააკეთეს, სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი. ეს ყოვლად უმსგავსო, როგორც ხალხში ამბობენ “გაყინული” პოზიციაა” – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გარდა ამისა, მედვედევმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ელექტროენერგია შეუწყვიტა სოციალურ დაწესებულებებს, ადამიანებს, რომლებიც მათი აზრით, უკრაინის პოზიციებს იცავენ და ამბობენ, რომ ყირიმი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს. პრემიერ-მინისტრის თქმით “ეს უბრალოდ ღორობაა”, თუმცაღა, რუსეთი, ცხადია, ამისთვის ემზადებოდა.

ყირიმს ელექტროენერგია 22 ნოემბრის ღამით შეუწყდა.
ნახევარკუნძულზე საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. უკრაინამ ყირიმს ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ გუშინ აღუდგინა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” მთავრობას და პროკურატურას მიმართავს
შემდეგი სტატიასასწრაფოდ:პუტინმა უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა მოითხოვა