მედვედევმა დაწერა რას აკეთებდა მასობრივი საპროტესტო აქციის დროს

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გუშინ ღამით დაწერა, რას აკეთებდა მთელი დღის განმავლობაში. კვირას რუსეთის ათ ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც თავის მხრივ, მედვედევთან დაკავშირებულ მრავალი უძრავი ქონების შესახებ გამოძიებამ გამოიწვია.

“ინსტაგრამის” მომხმარებელმა @ispiridonoff მედვედევს კითხა: “გამარჯობა. როგორ ჩაიარა დღემ?”, რაზეც პრემიერმა უპასუხა: “ნორმალურად. თხილამურებით ვისრიალე”.

დღეს გავრცელდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასობით დაკავებული ადამიანის გამო რუსეთის ხელისუფლება გააკრიტიკა. აშშ-ს შიდა პოლიტიკურმა უწყებამ მომხდარს “დემოკრატიული ღირებულებების შეურაცხყოფა” უწოდა.
“რუსეთის მთავრობას მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს დაკავებულები, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ” – სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა თქვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვში გამართულ ანტიკორუფციულ მიტინგზე ოფიციალურად 600 ადამიანი დააკავეს. უფლებადამცველების თქმით, მათი რიცხვი ათასზე მეტია.

banner
წინა სტატიაშირუსეთში მიტინგის დარბევა ამერიკამ გააკრიტიკა
შემდეგი სტატია“პატრიოტთა ალიანსის” სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში – ოპოზიციური პარტია კობახიძის აცილებას ითხოვს