მედვედევის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციის დაწესება შეიძლება განხილული იყოს, როგორც ომის გამოცხადების საფუძველი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციის დაწესება შეიძლება განხილული იყოს, როგორც საერთაშორისო აგრესია რუსეთის წინააღმდეგ და ომის გამოცხადების საფუძველი.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეულ პირობებში, ასეთი მტრული ზომები [სანქციების დაწესება] შეიძლება განხილული იყოს, როგორც საერთაშორისო აგრესიის აქტი, და თუნდაც, ომის გამოცხადების საფუძველი“, – თქვა მედვედევმა და დასძინა, რომ „რუსეთს აქვს უფლება, თავი დაიცვას“.

banner
წინა სტატიაშინინო იობაშვილი: „შვეიცარია არის საქართველოს დიდი მეგობარი და საერთაშორისო ასპარეზზე გულმხურვალე მხარდამჭერი“
შემდეგი სტატიათუ ვინმეს აინტერესებს რა უნდა ევროკავშირს და რისი დანახვა სურს მას, უბრალოდ უნდა შეხედოს კომისიის მოსაზრებებს – კოლასი