ვოლოდიმირ ზელენსკის არანაკლებ სავალალო ბედი ელის, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს,-აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ვერ გააცნობიერა, რომ “რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული თემების გაღვივებას ყოველთვის მტკივნეული შედეგები მოაქვს თავად პროვოკატორებისთვის”.
“ეს ვერ გააცნობიერა ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა სააკაშვილმა — და სად არის ის ახლა, რა დაემართა მას? დარწმუნებული ვარ, რომ მალე არანაკლებ სავალალო ბედი ელის ნეონაცისტსა და ტერორისტს, კიევის ხუნტის მეთაურს. ზელენსკი აღარ დასჭირდებათ არც მის თანამოქალაქეებს და არც დასავლელ მფარველებს, და ჩადენილი დანაშაულებისთვის ის საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგება, თუკი მანამდე იცოცხლებს… ეს ეხებათ რუსოფობებსაც, რომელსაც დასავლეთი ქვეყნებში ნერგავს”– ამბობს მედვედევი.
















