მედვედევი – ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა მსოფლიო რუკაზე იარსებებს?

ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? თუმცა ამერიკელებისთვის სულერთია, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.

„ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას, „ლენდ-ლიზით“ სურს ოკეანისიქითა მფლობელებისგან მიიღოს LNG (თხევადი ბუნებრივი აირი) 2 წელიწადში გადახდის პირობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ გაიყინება ამ ზამთარში. ისმის კითხვა: და ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? თუმცა ამერიკელებისთვის სულერთია – მათ იმდენი ინვესტიცია ჩადეს პროექტში „ანტი-რუსეთი“, რომ დანარჩენი მათთვის წვრილმანია,“- წერს მედვედევი.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი – სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ის პოლიტიკური წონა, რომ 16 ივნისს რაღაც მასშტაბური გააკეთოს, ის 500 კაცის ამარა დარჩება
შემდეგი სტატიახალხი როცა ხედავს, რომ შენ ქლიავურად იქცევი, ხმას არავინ მოგცემს… – კობახიძე შარლ მიშელის დოკუმენტზე