მედვედევი: ვაშინგტონმა უნდა შეწყვიტოს კიევისთვის იარაღის მიწოდება და დაბლოკოს მისი მიღება ნატოში

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი მზად იქნება განიხილოს ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ვაშინგტონი შეწყვეტს კიევისთვის იარაღის მიწოდებას და დაბლოკავს მის მიღებას ნატოში.

მედვედევის თქმით, რუსეთის შეთავაზება სერიოზულია.

„რუსეთი მზად იქნება განიხილოს ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება შეერთებულ შტატებთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი შეწყვეტს კიევისთვის იარაღის მიწოდებას და დაბლოკავს მის მიღებას ნატოში“, – აღნიშნა მედვედევმა და დასძინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი განსხვავებული სცენარით განვითარდება.

banner
წინა სტატიაშიხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე-სანდუ
შემდეგი სტატიავიტალი კარბაიას საქმე: ეთნიკური დისკრიმინაციის მორიგი ინსტიტუციური დადასტურება ოკუპირებულ აფხაზეთში