მედვედევი უკრაინა-საქართველოს ოკუპირებულ მიწებზე: შეერთების ნებას ვერ უგულებელვყოფთ

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ და ექსპრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შეერთებაზე ისაუბრა.

“რაც შეეხება ადამიანთა ნებას, რომლებიც ამ რესპუბლიკების (ე.წ. დონეცკის, ლუგანსკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს) ტერიტორიებზე, სხვა ტერიტორიული ერთეულეზე ცხოვრობენ, ჩვენ ძალიან ყურადღებით გავაანალიზებთ ამ ნებას და მივიღებთ გადაწყვეტილებებს რუსეთის კონსტიტუციის შესაბამისად”. – უპასუხა მედვედევმა შეკითხვას, არის თუ არა რუსეთი მზად, რომ უკრაინის ხერსონის ოკუპირებული ოლქი და საქართველოს ცხინვალის რეგიონი შეიერთოს.

მედვედევის თქმით, ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის რუსეთთან შეერთების “ნების უგულებელყოფა შეუძლებელია” და განხორციელებისთვის საჭიროა მათი ფორმულირება.

“ამ ნების უგულებელყოფა შეუძლებელია, მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი საკითხები განიხილებოდეს, საჭიროა ამ ნების ფორმულირება”. – აღნიშნა მედვედევმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენშტაბი – რუსეთის ქვედანაყოფებმა პოპასნაიას მიმართულებით პირადი შემადგენლობის მინიმუმ 50% დაკარგეს
შემდეგი სტატიაღუდუშაური – როცა პრეზიდენტი პოზიციას გვიწუნებს და იძახის, რატომ არ ჩავრთეთ თურმე ზელენსკი, უმჯობესია საზოგადოებას აუხსნას, რას ნიშნავს ელჩის გაწვევა