მედვედევი: საქართველო რუსეთთან შეერთებამდე საერთოდ არ არსებობდა

რუსულ სოციალურ ქსელში 2 აგვისტოს გაჩნდა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტი, სადაც ის წერდა, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს. მოგვიანებით, ეს პოსტი წაიშალა.

მედვედევის პოსტში ეწერა, რომ რუსეთი ისევ გახდება ერთიანი, როგორც 1000 წლის წინ და რომ ახალ ლაშქრობებში წავლენ სამშობლოს საზღვრების აღსადგენად. ის ასევე წერს, რომ საქართველო რუსეთთან შეერთებამდე საერთოდ არ არსებობდა.

“არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ საბედისწერო შეცდომა, რომელიც 90-იანების დასაწყისში იქნა დაშვებული, გამოსწორდება, არანაირი სუვერენიტეტების აღლუმი აღარ იქნება და ყველა ერო, რომელიც ოდესღაც დიდ და მძლავრ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა, ისევ ერთად იცხოვრებს მეგობრობასა და ურთიერთგაგებაში. ამისთვის ჩვენ არ დაგვენანება არც ძალები და არც სახსრები. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მოძრაობა. კიევისა და მალოროსიის ყველა ტერიტორიის ნაციონალისტების ბანდებისგან განთავისუფლების შემდეგ, რომლებმაც უკრაინელობა თავადვე მოიგონეს, რუსეთი ისევ გახდება ერთიანი, როგორც 1000 წლის წინ. ამის შემდეგ, მოსკოვის ძალისხმევით და სლავური ერის ხელმძღვანელობით ჩვენ წავალთ ახალ ლაშქრობაში, რათა ჩვენი სამშობლოს საზღვრები აღვადგინოთ, რომლებიც, როგორც ცნობილია, არსად არ მთავრდება.

ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი მიწები ვინმეს დავუთმოთ. მაგალითად საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე ეს ქვეყანა საერთოდ არ არსებობდა. 1801 წელს ამჟამინდელი საქართველოს ტერიტორია შედგებოდა ხუთი დამოუკიდებელი წარმონაქმნისგან: ქართლი და კახეთი დედაქალაქით ტფილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, სამეგრელო და გურია შავი ზღვის სანაპიროზე და სვანეთი მთიან რაიონებში. ანუ საქართველო ამ საზღვრებში შექმნა რუსეთმა. საქართველო რუსეთისკენ ილტვოდა იმიტომ, რომ ესმოდა, რომ რუსეთი მისი ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირე იყო მუსულმანთა საკმაოდ მტრულ გარემოში. ახლაც იგივე მეორდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, ასევე, აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან შეიძლება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს”, – ეწერა პოსტში.

 

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც სახლები გაქურდეს და €23 000 მეტი ღირებულების ოქრო და ფული მოიპარეს
შემდეგი სტატია“არადამაკმაყოფილებელია” – სახალხო დამცველმა 25 მუნიციპალიტეტში 59 უფასო სასადილო შეამოწმა