“ნათელია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის საკმაოდ სახალისო ინაუგურაციის მთავარი კომენტარი რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის შემდგარი დიალოგი იყო, რომელიც გუშინდელი ღონისძიების მერე გაიმართა. ის (დიალოგი) მრავალპოლუსიანი თანამედროვე სამყაროსა და ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო მტკიცებულებაა. და ყველასთვის გასაგები გახდა, რომ თანამედროვე სამყაროს არ სჭირდება “ამერიკის ოქროს ხანა”, რაზეც გუშინ თეატრალური მანერით ილაპარაკა დონალდ ტრამპმა, არამედ სჭირდება კაცობრიობის განვითარება და აყვავება,-წერს Telegram-ში რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი.