მედვედევი რუტეზე: ერთ რამეში მართალია – მან რუსული უნდა ისწავლოს, შეიძლება ციმბირის ბანაკში გამოადგეს

„მარკ რუტემ რუსული უნდა ისწავლოს, შეიძლება ციმბირის ბანაკში გამოადგეს“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„გენერალურმა მდივანმა რუტემ აშკარად ძალიან ბევრი მაგიური სოკო მიირთვა, რომელიც ჰოლანდიელებს უყვართ. ის ჩინეთსა და რუსეთს შორის შეთქმულებას ხედავს ტაივანის გამო, შემდეგ კი რუსეთის თავდასხმას ევროპაზე. თუმცა, ერთ რამეში მართალია: მან რუსული უნდა ისწავლოს, ეს შეიძლება ციმბირის ბანაკში გამოადგეს“, – წერს მედვედევი.

banner
წინა სტატიაშიგრიგორი კარასინი: როგორც ჩანს, მარკ რუტე ბავშვობაში ხშირად ბულინგის მსხვერპლი იყო
შემდეგი სტატიარუტე: რუსეთი ახლა ესტონეთს თავს არ დაესხმება, თუმცა ამის გაკეთება 5-7 წელიწადში შეუძლია