რუსეთის შეიარაღებულ ძალების საკონტრაქტო სამსახურს, იანვრის შემდეგ, დაახლოებით 280 ათასი ადამიანი შეუერთდა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 1-ელი იანვრიდან, შეიარაღებული ძალების რიგებში, კონტრაქტის საფუძველზე, დაახლოებით 280 000 ადამიანი მიიღეს“, – აღნიშნა მედვედევმა.
შეგახსენებთ, გასულ წელს რუსეთმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების შემადგენლობის 30%-ზე მეტით, 1.5 მილიონამდე გაზრდას გეგმავს.