მედვედევი: ფული არ არის, მაგრამ თქვენ აქ გამაგრდით

მედვედევი: ფული არ არის, მაგრამ თქვენ აქ გამაგრდით

medvedeviრუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ვიზიტისას, დაბალი პენსიის პრობლემის გადაჭრის პირობა დადო მაშინ, როცა მთავრობა ამისათვის საკმარის ფინანსებს გამონახავს.
ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც მედვედევი ყირიმელებს ხვდება. ვიდეოზე ისმის, რომ კადრსმიღმა დარჩენილი ქალი პრემიერთან პენსიის არასაკმარის ინდექსაციაზე ჩივის. “ამ პენსიით შეუძლებელია ყირიმში იცხოვრო. ყველაფერი ძვირი ღირს…” ამბობს ქალი ხმამაღლა. მედვედევი საპასუხოდ ეუბნება, რომ პენსიის ინედქსაცია მთელი რუსეთის პრობლემაა და მისი მხოლოდ ყირიმში გადაჭრა შეუძლებელია.
“მაგრამ თქვენ ხომ თქმით, რომ ინდექსაცია იქნება. სად არის ეს ინდექსაცია ყირიმში” – ისევ კითხულობს ქალი.
“ის არ არის არსად. არ მიგვიღია არსად (გადაწყვეტილება – რედ), უბრალოდ, ახლა ფული არ არის. მოვიძიებთ თანხებს – ინდექსაციაც იქნება. გამაგრდით აქ, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ, სიკეთეს და ჯანმრთელობას” – ამბობს მედვედევი.

მედვედევის ფრაზა “ფული არ არის, მაგრამ თქვენ აქ გამაგრდით” სოციალურ ქსელებში ფრთიანი გამონათქვამი გახდა.

ცნობისათვის, რუსეთის სტანდარტის დათვლით, 2016 წელს პენსიის საშუალო ოდენობა 184 დოლარია.

banner
წინა სტატიაშიავსტრალიაში მფრინავი მელიების გამო საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს
შემდეგი სტატიაიტალიაში 57 მაფიოზი დააკავეს