მედვედევი: მიზნების მისაღწევად, შესაძლოა, კიევამდე მისვლა გახდეს საჭირო

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მისაღწევად, შესაძლოა, კიევამდე მისვლა გახდეს საჭირო, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მიზანი შეიძლება მიღწეული იყოს ან ახლა, ან გარკვეული დროის შემდეგ, კონფლიქტის სხვა ფაზის განვითარების დროს.

„სად უნდა გავჩერდეთ? არ ვიცი. ვფიქრობ, ჯერ კიდევ მოგვიწევს ბევრი და სერიოზული მუშაობა. იქნება ეს კიევი? დიახ, ალბათ ეს უნდა იყოს კიევიც. ახლა თუ არა, გარკვეული დროის შემდეგ მაინც, შესაძლოა, ამ კონფლიქტის განვითარების რომელიმე სხვა ფაზაში“, – აღნიშნა მედვედევმა.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კიევში მისვლის აუცილებლობას ორი მიზეზით ამართლებს: „ერთია ის, რომ „კიევი რუსული ქალაქია“, ხოლო მეორე, რომ იქიდან გამომდინარეობს რუსეთის არსებობისთვის ინტერნაციონალური საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ კიევი თავისი ფესვებით რუსული ქალაქია, მას მართავს ინტერნაციონალური ბრიგადა, რომელსაც ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატები. ყველა, ვინც იქ ფორმალურად ასრულებს თავის ფუნქციებს, მარიონეტია, რომელსაც არ გააჩნია არც სინდისი, არც შიში თავისი ქვეყნის მომავლისთვის, არც შესაძლებლობები. ყველა გადაწყვეტილება მიიღება ოკეანის გაღმა და ნატოს შტაბ-ბინაში. ეს სრულიად აშკარაა“.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის მოქმედება იყო სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა- პაპუაშვილი
შემდეგი სტატიადაღუპულია სულ მცირე 60-მდე რუსი სამხედრო