მედვედევი: ყავა ,,ამერიკანოს,, ,,რუსიანო,, უნდა დავარქვათ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 18, 2016 00:29

მედვედევი: ყავა ,,ამერიკანოს,, ,,რუსიანო,, უნდა დავარქვათ

15129850_677484535745070_607163804_nრუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედმვედევმა ევრაზიული კავშირის სამთავრობოთაშორისო საბჭოს სხდომის დამტავრების შემდეგ დელეგაციის წევრებთან ყავის სმის დროს წინადადება წამოაყენა რომ ყავა ,,ამერიკანოს,, – ,,რუსიანო,, დაარქვან სახელად-ამის შესახებ რუსული მედია წერს.
რუსული მედიის ზოგიერთი წყარო მედვედევის წინადადებას ყავისთვის სახელის შეცვლის შესახებ, ხუმრობად განიხილავს, თუმცა არიან ისეთი წყაროებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ მედვედევმა ეს წინადადება სრულიად სერიოზულად წამოაყენა. ასეა თუ ისე, ,,დიადი რუსეთის,, ზოგიერთ რეგიონში საკუთარი პრემიერის წინადადებას სრულიად სერიოზულად მიუდგნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკატერინბურგის ერთ-ერთ ბარში ყავა ,,ამერიკანოს,, უკვე ,,რუსიანოს,, სახელით სთავაზობენ კლიენტებს. უფრო მეტიც… სპეციალურ მენიუში, რომელსაც ბარის მესვეურებმა ,,პრემიერი,, შეარქვეს… ცნობილი ვისკი ,,,Jack Daniels ,, მოხსენიებულია როგორც ,,ჟორა დენისოვი,, სხვა ვისკი ,,American Honey,, როგორც ,,სლადკაია როსია,, (ტკბილი რუსეთი), ხოლო ცნობილ კოქტეილს ,,Manhattan,, – ამ ბარის მენიუში როგორ ,,მარინა როშჩას,, მოიხსენიებენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 18, 2016 00:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,276
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics