16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

მედვედევი გერმანიის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს არ გამორიცხავს

ბერლინმა რუსეთს ბრალი წაუყენა ლაიფციგის აეროპორტზე დაუმტკიცებელ თავდასხმაში. გერმანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ნეონაცისტური, მძვინვარედ რუსოფობიური კურსის გათვალისწინებით, გამოგონილი დივერსია – მათი ცოდვების გამო სასჯელის ყველაზე სუსტი ფორმაა. ისინი იმსახურებენ პირდაპირ დარტყმას „ბანდერისტული კლიკასთვის“ განკუთვნილი სამხედრო ტექნიკის ყველა გერმანულ წარმოებაზე. ხოლო, სრულიად სავარაუდოა, ბერლინის ზოგიერთ სხვა ადგილზეც.
რაც შეეხება რუსეთის ცაზე სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ შეშლილი ჯამბაზის მუქარას, სახელმწიფოს მეთაურმა ისინი უკვე შეაფასა, როგორც სახელმწიფო ტერორიზმზე ბანდერას რეჟიმის განაცხადი. ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ და მათ ქმედებებს საპასუხო ანგარიშსწორებით პასუხობენ. და კიდევ, ყოველგვარ ტერორს ჰყავს სპონსორები. ამჟამად ეს დასავლეთის ქვეყნების, უპირველესად კი ევროპული ქვეყნების ლიდერები არიან. ისინი ხშირად მატარებლით მიემგზავრებიან კიევში.” – წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშიდიტო სამხარაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: „თვითაღიარებული კრიმინალი დეგრადაციის უმაღლეს დონემდე დაეშვა“
შემდეგი სტატიათიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია