25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

მედვედევი: დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, თუმცა კრიმინალური რეჟიმის ქმედებებით მიყენებულ ზიანს კიდევ დიდხანს იგრძნობენ

2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან 18 წელი გავიდა. ეს მოვლენები კვლავ იმის დასტურია, რომ საკუთარი მოქალაქეებისა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, ე.წ. საერთაშორისო საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლად, ყველაზე სწორ არჩევანს წარმოადგენს,- განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა.

,,აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაცვის შესახებ გადაწყვეტილებამ დასავლეთში ისტერიკა გამოიწვია. იზოლაციით და საპასუხო შედეგებით გვემუქრებოდნენ. ახლა გვესმის, რომ ეს მეზობელ სახელმწიფოსთან კონფლიქტის მეშვეობით რუსეთის სიმტკიცის პირველი გამოცდა იყო. ჩვენ ეს გამოცდა ღირსეულად ჩავაბარეთ, რითაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებს წარმატებული ცხოვრებისა და განვითარების საშუალება მიეცა. ხოლო ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა გაკიცხა ჩვენი ქვეყანა, დღეს უკრაინაში სხვისი ხელით წარუმატებლად იბრძვიან… ვერ ვიტყოდი, რომ საქართველო განცდილი შოკისგან სრულად გამოკეთდა. დასკვნები ნამდვილად გამოტანილია. დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, თუმცა კრიმინალური რეჟიმის ქმედებებით მიყენებულ ზიანს კიდევ დიდხანს იგრძნობენ“, [IPN] – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: გიორგი ბარამიძემ რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა, მაგრამ ნამდვილად არ ეკუთვნის წიხლი
შემდეგი სტატიასოფელ შილდაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, პოლკოვნიკ დავით ელიზბარაშვილის საფლავიდან სანათები მოიპარეს