მედვედევი: ბაქოსა და ერევანისთვის იარაღის მიწოდება გარდაუვალია

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს პირველი იანვრიდან შემოიღებს

თუკი რუსეთი შეწყვეტს აზერბაიჯანის და სომხეთის იარაღით მომარაგებას, ამას სხვა ქვეყნები გააკეთებენ – განაცხადა რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა.
“ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთმა ამ როლზე უარი თქვა – ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ ეს ადგილი თავისუფალი არ იქნება. სხვა ქვეყნებში შეიძენენ იარაღს. სიკვდილისმატარებლობის ალბათობა ამით არ შეიცვლება” – განაცხადა მედვედევმა დღეს რუსულ მედიასთან საუბარში.
პრემიერის თქმით, არ არსეობობს იმის მტკიცებულება, რომ “ამ ბაზარზე სხვა ქვეყნის შემოსვლა სიტუაციას განმუხტავს”. მისი თქმით, პირიქით, “სიტუაცია უფრო გართულდება”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აზერბაიჯანსა და სომხეთისათვის იარაღის მიწოდების შესახებ ვიცე-პრემიერმა დიმიტრი რაგოზინმა ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის პოლიციამ მეპატრონისთვის ჰიტლერის სახლის ჩამორთმევა გადაწყვიტა
შემდეგი სტატიალონდონში კემერონის გადადგომის მოთხოვნით მიტინგი მიმდინარეობს