მედვედჩუკის მეუღლემ უკრაინის ხელისუფლება მისი ქმრის წამებაში დაადანაშაულა

უკრაინის ღალატში ეჭვმიტანილი ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლე აცხადებს, რომ მის ქმარს უკრაინის ხელისუფლება აწამებს.
ოქსანა მარჩენკომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩევლის ვადიმ დენისენკოს განცხადება გაიხსენა, რომელიც ამბობდა, რომ მედვეჩუკისგან უკრაინულ მხარეს ჩვენება აუცილებლად უნდა მიეღო.

„ეს განცხადება ადასტურებს უკრაინის ხელისუფლების სურვილს, ვიქტორზე ზემოქმედების აკრძალული ფიზიკური მეთოდები გამოიყენონ, რათა საჭირო განცხადებები მიიღონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი აპირებენ ან უკვე აწამებენ მას.

ჩვენ გვაქვს სერიოზული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ უკრაინის დაზვერვის ქვედანაყოფები ნამდვილად იყენებენ წამებას პოლიტპატიმრებისგან სასურველი ჩვენების მისაღებად. ეს მსჯელობა ემყარება ფაქტებს და ასევე დაფუძნებულია ვიქტორის თანამშრომლების პერსონალურ ჩვენებებზე, რომლებიც თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში დააკავეს“, – განაცხადა მარჩენკომ.

banner
წინა სტატიაშისაგარეო და უკრაინული დაზვერვა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს – თავდაცვის სამინისტროს სპიკერი
შემდეგი სტატიამარიუპოლში რუსული ჯარები ვერ ახერხებენ ქალაქის სრულად აღებას, მძიმე ბრძოლები გრძელდება – მოტუზიანიკი