მედვედჩუკის დამლაგებლის სახლის ჩხრეკისას $467 000 და 87 000 ევრო აღმოაჩინეს – ვენედიქტოვა

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, პრორუსი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის დამლაგებლის სახლის ჩხრეკისას 467 000 დოლარი და 87 000 ევრო აღმოაჩინეს. ამის შესახებ ვენედიქტოვამ FACEBOOK-ზე დაწერა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ოლიგარქი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მედვედჩუკის ცოლი, ოქსანა მარჩენკო ბელარუსში გაიქცა. მოგვიანებით კი შინაპატიმრობიდან გაიქცა თავად მედვედჩუკიც. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად 12 აპრილს დააკავა.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია: საზღვაო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები სექტორში შექმნილ გამოწვევას ეხმაურება
შემდეგი სტატიაპოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირი, შესაძლოა, აშშ-მ მიაწოდოს