მედიკოსთა მტკიცებით, ჩოხატაურში ე.წ ღორის გრიპის შემთხვევა დაფიქსირდა

ჩოხატაურის “მამქოლის” კლინიკაში სავარაუდოდ ის ე.წ. ღორის გრიპით, H1N1 ვირუსით დაავადებული 41 წლის ქალბატონი მიიყვანეს.

როგორც კლინიკის მედპერსონალი აცხადებს, ვირუსის არსებობა ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა: “ის არ არის ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე, თუმცა მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე”

ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო ჯიბუქის განცხადებით, ქალბატონს ყველა ის სიმპტომი აღენიშნება, რაც H1N1 ვირუსით დაავადებულებს ახასიათებს, თუმცა ჯერ ჯერობით ლაბორატორიული დასკვნა მათ არა აქვთ: “მისი გადაყვანა სხვა კლინიკაში არ იგეგმება და ის მკურნალობას “მამქოლში აგრძელებს”

41 წლის ქალბატონი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარიდანაა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: დიდგორის ომი თითქოს არ დამთავრებულა და სიმბოლო არის საქართველოს ბრძოლისა და გამარჯვებისა
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილი: ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტის გასხვისება არ უნდა დაუშვას