მედიკოსების განმარტებით, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი ძლიერი სისხლდენა გახდა

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი ახალგაზრდა, რომელიც წუხელ გარდაიცვალა, კლინიკა „მედ ჯორჯიაში“ შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს.

მედიკოსების განცხადებით, პაციენტს ჰოსპიტალიზაციის დროს ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა.

„პაციენტი მოიყვანეს უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში, გულ-მკერდის წინა ზედაპირზე, მარცხენა ლავიწქვეშა ფოსოში ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობით, სისხლის დანაკარგით. სისხლდენა გრძელდებოდა მოყვანის დროსაც. ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ახალგაზრდა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა „მედ ჯორჯიას“ ექიმმა ნავოლისი ქობულიამ.

ქვემო ფონიჭალაში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში დაპირისპირება ორ ახალგაზრდას შორის მოხდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილმა შს სამინისტროში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გახსნა
შემდეგი სტატიათბილისში იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტები გაიმართება