მედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება

მედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე “სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დადგენილების პროექტს განიხილავენ, რომელიც ამ საკითხსაც მოიცავს.

“ეს პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა პროგრამაში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას.

“ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და, თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა.

“თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიჯანელიძე მეორე მოადგილის კანდიდატურას არჩევს
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს