მედიკამენტ „ტამიფლუს“ ფასის შემცირებაზე მწარმოებელი კომპანიის სათავო ოფისთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ანტივირუსული მედიკამენტის, „ტამიფლუს“ ფასის შემცირებაზე კომპანია „როშის“ სათავო ოფისთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლობის, „როშ ჯორჯიას“ დირექტორმა, მაკა ასათიანმა განაცხადა.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რა თქმა უნდა, ჩვენ ისევ ვთანამშრომლობთ როგორც სახელმწიფოსთან, ასევე სათავო ოფისთანაც მიდის მოლაპარაკება, რათა მოხდეს ფასის გადახედვა აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, შეიძლება, დაიკლოს ფასმა. ჩვენ იმისთვის ვმუშაობთ, რომ ამან გაზარდოს ხელმისაწვდომობა და არ იყოს ის მძიმე შედეგები, რომელიც სამწუხაროდ არის. ფასის კლებას უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა კომპანია „როშ ჯორჯიას“ დირექტორმა, მაკა ასათიანმა.

banner
წინა სტატიაშიავარიაში მონაწილე სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი ბრალდებულის ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ექსპერტიზებს მოითხოვს
შემდეგი სტატიააზერბაიჯანელი ბლოგერის მხარდასაჭერად საზოგადოებრივი მოძრაობა იქმნება