მედიის წარმომადგენლებზე ძალადობაში ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღომ.

შეგახსენებთ, ბრალდებულ სამ პირს შორის არის სკუტერის მძღოლი, რომელიც 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებს ეჯახებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სამი პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა იწყება
შემდეგი სტატიაჩარკვიანი: უნდა გამოიცვალოს და პროკურატურის რეფორმა მოხდეს